აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციას აგრძელებს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი 2022 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. მოთხოვნებს შორის არის გუშინ აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებაც. „რიონის ხეობის მცველები“ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროსთან იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„რიონის ხეობის მცველების“ აქცია