საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ და პროტესტის 126-ე დღე. მოქალაქეები, რომლებიც რიონის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, დღეს ქუთაისში შეიკრიბნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე რეგიონის მცხოვრებლები მივიდნენ და ხეობის მცველებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს, გააუქმოს თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისის პიკეტირებას აანონსებენ. სამშენებლო კომპანიაში დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოამბე