ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი

 საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა მოთხოვნას მკვეთრად ჩამორჩება – ქვეყანაში დენის მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. 2021 წლის მონაცემები წინა წლების სტატისტიკას მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც ქვეყანას მეზობლებისგან სულ უფრო მეტი ელექტროენერგიის შესყიდვა უწევს.

ელექტროსისტემაში პრობლემების პრევენციისთვის და იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულებისთვის ენერგეტიკოსები მთავრობას განახლებადი ენერგორესურსების ათვისებისკენ, მათ შორის ჰესების მშენებლობისკენ მოუწოდებენ. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ადგილობრივთა პროტესტის გამო, არაერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გაჩერებულია.

შალვა სუმბაძე არკვევდა, როგორ აპირებს ხელისუფლება ელექტროენერგიის მოხმარებასა და მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრას.