მოსახლეობის პროტესტი მუხიანში

კიდევ ერთი სადავო მშენებლობა.

დეველოპერული კომპანია და ადგილობრივები ამჯერად მუხიანის იმ ტერიტორიაზე ვერ თანხმდებიან, სადაც ადრე „სიონის“ სტადიონი იყო მოწყობილი. ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმება. ვითარება დღეს იმდენად გამწვავდა, რომ ჩხუბი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივებმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ობიექტზე სამშენებლო ინვენტარის შეტანის უფლება არ მისცეს. არ არის გამორიცხული, რომ დავამ სასამართლოში გადაინაცვლოს.