ნამახვანჰესის პროექტი - პრემიერის შეფასება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორთან გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოლაპარაკებები კომპანიასთან გაგრძელდება და ჰესის მშენებლობის საკითხი ერთი თვის ვადაში გაირკვევა. ჟურნალისტების კითხვაზე განიხილა თუ არა პრემიერმა ეს საკითხი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა. ეკონომიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი უნდა განხორციელდეს, თუმცა უკეთესი პირობებით. მთავრობის წევრები იმედს გამოთქვამენ რომ საკითხის მოგვარება საარბიტრაჟო სასამართლოს გარეშე მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკამ“ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან გაფორმებული შეთანხმების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.