აქცია თბილისის მერიასთან

აქცია თბილისის მერიასთან. სამშენებლო კომპანია „ათორის“ დაზარალებულებმა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილება მოითხოვეს, რასაც, მათი თქმით, თბილისის მერია დაჰპირდა. შეკრებილების განცხადებით, პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

შეგახსენებთ, დაზარალებულებმა რამდენიმე წლის წინ ბინები შეიძინეს კომპანია „ათორისგან“ და მშენებლობის შეჩერების გამო, ბინები ვეღარ მიიღეს.