ეკონომიკური საბჭოს სხდომა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განვადებით მშენებლობის პროგრამა, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. მთავრობა სთავაზობს სამშენებლო სექტორს, მოიზიდონ გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ პროგრამაში.

საბჭოზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა უწყების მიერ 2 მლრდ ლარის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის, ევროპული სტანდარტების სკოლების მშენებლობა, პოლიციისა და ჯარისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალმომარაგების პროექტები და სხვა. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობაზე აღინიშნა, რომ პროგრამით დაინტერესება 20 000-ზე მეტმა მსურველმა გამოხატა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის, საუბარი შეეხო დიდი და მცირე ჰესების მშენებლობას. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკის განვითარების გეგმის შემუშავებაზე.