საპროტესტო აქცია გორის საკრებულოში - დევნილები ახლადაშენებულ კორპუსებში ბინების დაკანონებას ითხოვენ
აქცია და ხმაური გორის საკრებულოში ამ დრომდე გრძელდება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პარალელურად, დევნილი ოჯახები ახლადაშენებულ კორპუსებში ბინების დაკანონებას ითხოვენ.
პროტესტის ნიშნად, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ნინო ფისაძე ჩაგვერთვება გორიდან.