საპროტესტო აქცია სოფელ აკეთში. ადგილობრივები მდინარე სუფსადან ქვიშა-ხრეშის ამოღებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფაც გამოიწვიოს. აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე შპს „ახალი ქარხანა“ ახორციელებს, რომლის წარმომადგენლებიც დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან, ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს. აკეთის მოსახლეობამ იურიდიული დახმარებისთვის საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც მიმართა. ადგილობრივები მათ მოთხოვნაზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.