ბათუმის მერიასთან სოფელ განახლების მოსახლეობის აქცია მიმდინარეობს.
ისინი სამარშრუტო ხაზების ცვლილებას აპროტესტებენ. ამბობემ, რომ წლების განმავლობაში მათ 55 ნომერი სამარშრუტო ტაქსი ყოველ 5 წუთში ემსახურებოდა, რომელიც ქალაქში გორგილაძის ქუჩით გადაადგილდებოდა. ცვლილებების შემდეგ სამარშრუტო ტაქსი შეცვლილი ნომრით ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრაობს, საიდანაც როგორც შეკრებილები ამბობენ, ქალაქის ცენტრში მოსახვედრად სხვა ტრანსპორტი სჭირდებათ.
აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხვენ.