წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება. სიახლე ყველა საფინანსო ორგანიზაციას, მათ შორის ბანკებს, მიკროსაფინანსოებს, ონლაინ-სესხების კომპანიებსა და ლომბარდებს ეხება. შედეგად, მოქალაქეებს სესხის აღება გაუმჯობესებული პირობებით შეეძლებათ. გარდა ამისა, ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისთვის დასაკისრებელი ჯარიმების ლიმიტიც. დღეს ამოქმედებული ცვლილება მხოლოდ ახალ სესხებზე გავრცელდება. მანამდე გაცემულზე კი, ძველი პირობები შენარჩუნდება, მათ შორის საპროცენტო განაკვეთები და ვადაგადაცილების მოქმედი რეგულაციები.