პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე დღეს იმსჯელებს. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში აღარ დადის და სხდომებს არ ესწრება. მის მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის მიზეზი კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომელიც უმრავლესობამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საბოლოოდ პარლამენტიდან გაიწვია. ვინაიდან დავით სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატი იყო და არ არის პროპორციული სიიდან არჩეული, მისი ადგილი პარლამენტში ვაკანტური დარჩება.