პირველ იანვარს საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, თუმცა რეფორმასთან დაკავშირებით, საზოგადოებასა და ბიზნესს დღემდე კითხვები აქვს.
ბიზნესმენების მხრიდან დღეს ინიციატივის გადადებაზეც იყო საუბარი, მაგრამ ეს საპენსიო სააგენტოსა და მმართველ გუნდში გამორიცხეს.
დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში საპენსიო სააგენტო რეფორმასთან დაკავშირებით აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს.
ახალი წლიდან მოქალაქეებმა საკუთარ პენსიაზე თავად უნდა იზრუნონ.
საპენსიო ფონდში 2 პროცენტი დასაქმებულის შემოსავლიდან, ორ-ორ პროცენტი კი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან შევა. დაგროვებულ თანხას მოქალაქეები პენსიაზე გასვლის შემდეგ მიიღებენ.