პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან

სამუშაო ძალის სიმცირე და კვალიფიციური კადრების დეფიციტი – ბიზნესმა პრემიერს სფეროში არსებული მთავარი გამოწვევები გააცნო.

ეს ბიზნესის წარმომადგენლებთან მთავრობის ახალი მეთაურის პირველი შეხვედრა იყო. ბიზნეს-ასოციაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი ექვსი სექტორის ანალიზის შედეგები წარუდგინეს. თავის მხრივ ბიზნესმენებმა ირაკლი კობახიძისგან აქტიური კომუნიკაციის და თანამშრომლობის დაპირება მიიღეს. როგორ უნდა გახდეს ქვეყნის საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი და როგორ უნდა გადაიჭრას სამუშაო ძალის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემა – ეს დისკუსიის მთავარი თემები იყო. ბიზნესმენები შეხვედრაზე რამდენიმე ინიციატივით მივიდნენ.