საპარლამენტთაშორისო ფორუმი

რუსული პროპაგანდა და საინფორმაციო ომი, – საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები ამ მიმართულებით, არა მხოლოდ მისი მოსაზღვრე ქვეყნების, არამედ უკვე მსოფლიო პრობლემაა. ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე სამი ქვეყნის წარმომადგენლები ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღდეგ ბრძოლის გზებზეც მსჯელობდნენ.

დახურული იყო სესიის ბოლო ნაწილი. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, დღეს ასამბლეაზე მონაწილე ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზეც იმსჯელეს.