ხელმოწერების შეგროვება

ბათუმში, საქველმოქმედო ფონდი „ნათელი საქართველოსთვის“ რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს აგროვებს.

პეტიციაზე ხელი შეუძლია მოაწეროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც ეწინააღმდეგება პუტინის და რუსეთის მოქმედებებსა და აგრესიას, ასევე პრორუსულ ორგანიზაციებსა და პუტინისტურ დაჯგუფებებს. სტენდი ბათუმში 6 მაისის პარკთან არის განთავსებული. პარალელურად არსებობს ონლაინ-პეტიციაც. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გეგმავენ მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და პეტიციას ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენენ.