საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მადრიდში

პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარე ორ საათში ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ასამბლეის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გამახვილდება.

ნოდარ ჩაჩუა მადრიდიდან.