„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

საპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილის იბარებს. ოპოზიციის სახელით განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ გააკეთა. მისი თქმით, ლილუაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უნდა მივიდეს და სამ აქტუალურ საკითხზე, უკრაინის ომის ფონზე გაზრდილ რუსულ პროპაგანდაზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ფაქტებზე დახურულ ფორმატში უნდა ისაუბროს. საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ერთობლივი წერილით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას უკვე მიმართა.