„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საქართველოში რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის აკრძალვას სთხოვს. ოპოზიციონერ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის საინფორმაციო ომი იყენებს დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და პროპაგანდის მეთოდებს, რაც ასევე არის მიმართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

პოლიტიკურ ჯგუფში აღნიშნავენ, რომ უნდა დაწესდეს მონიტორინგი იმ ქართულ მაუწყებლებზე, რომლებიც რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ავრცელებენ.