საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მადრიდში

პარლამენტის დელეგაცია კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სიტყვით გამოვა. როგორც ცნობილია, ყურადღება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებსა და ასამბლეის წევრ სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე გამახვილდება.