საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდასაჭერად, ერთობლივი წერილის მომზადებას სთავაზობს
საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდასაჭერად მეგობარი სახელმწიფოებისადმი ერთობლივი წერილის მომზადებას სთავაზობს.
ერთობლივი წერილის ადრესატები აშშ-ის კონგრესი, ევროპარლამენტი, მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტები იქნებიან და მასში იქნება თხოვნა, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ სანქციებს, რომელსაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია ითვალისწინებს.
დავით ბაქრაძის თქმით, პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება, სადაც დაფიქსირდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და სანქცირების საკითხი, პირველი ნაბიჯი იყო და ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი.