ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში დღესვე საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზეც იმსჯელებენ. პროექტი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტი ცალკეული ნორმების ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს. მათ შორის არის ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადებისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელების საკითხები.