ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ერთი წელი

ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის ერთ წელი შეაჯამა. 2023 წლის ანგარიში დამსწრე საზოგადოებას ბიუროს უფროსმა წარუდგინა, რომელმაც რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იყო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე მამხილებლის ინსტიტუტს გაძლიერების საკითხი და მასზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი. რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკა, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესის სტატისტიკური მონაცემები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმაც.