შეხვედრა დიპლომატებთან

„დადებითი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და წარმატებით გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში.“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი 19 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, აღინიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც. მინისტრის თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითაც ფაქტობრივად უპასუხა ევროკავშირის ყველა მოთხოვნას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით.