კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. საქართველო 15 დეკემბერს ევროკავშირის 27 ქვეყნის მხარდაჭერას ელოდება. ახალი საშინაო დავალების შესასრულებლად მომზადებული სამოქმედო გეგმა კი ევროკომისიაშია გაგზავნილი. 9-პუნქტიან დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ვადები და ის სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა უწყებამ რეფორმების გასატარებლად უნდა შეასრულოს.
საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მთავარი სამუშაო პროცესი პარლამენტში წარიმართება. ოპოზიცია ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაჯაროებას ელოდება. სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე მმართველი გუნდის ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.