საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილს ეთნიკურად ოსი ხალხის გენოციდისთვის ძებნილად ასახელებს - ოფიციალური თბილისის პასუხი

საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემისა და ქართული მხარის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების შესრულების ნაცვლად, თავს იმართლებს და საპასუხო ბრალდებებით გამოდის.

ე.წ. პროკურატურის წარმომადგენელის  ვასილი პოლიაკოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილი ეთნიკურად  ოსი ხალხის გენოციდისთვის ძებნილი პირი იყო და ამიტომ დააკავეს.  დე ფაქტო მთავრობა ოფიციალურ თბილისს ფაქტების გაყალბებასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ოფიციალური თბილისის შეფასებით კი,  საოკუპაციო რეჟიმი ამ განცხადებით ჩადენილი დანაშაულის გამართლებას ცდილობს.  თბილისში საოკუპაციო რეჟიმზე ზემოქმედების ერთადერთ ბერკეტად საერთაშორისო თანამეგობრობის  ზეწოლას ასახელებენ.

მარიამ მენაბდე გიამბობთ.