სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროკურატურის დასკვნითი სიტყვის მოსმენა დასრულდა. ოთხი საათის განმავლობაში პროკურორები 90-გვერდიან დოკუმენტს აცნობდნენ მოსამართლეს, სადაც საუბარი იყო იმ მტკიცებულებებზე, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლია. საუბარია კუდ–ის ყოფილი უფროსის ბრალდების საქმეზე.
პროკურატურის განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები დათა ახალაიას დანაშაულს ადასტურებს. ბრალდება გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს.
გირგვლიანის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა სააკაშვილის წინააღმდეგ.