მორიგი ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი პარტიის წინააღმდეგ.

საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია კუდ-ის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, სოსო თოფურიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა წერილმა. „ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება“ – ასე იწყება „ფეისბუქ“-პოსტი, სადაც თოფირიძე პარტიას ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს და იმ მონაცემებს აქვეყნებს, რომელშიც, როგორც თავად ამტკიცებს, ნიკა მელიას მიერ და მისი „ფეისბუქ“-გვერდის რეკლამირებისთვის გაწეული ხარჯებია ასახული. საზღვარგარეთ ვოიაჟები, დაცვა, საწვავი, ხელფასი, „ფეისბუქ“-რეკლამები – წერილში მითითებულია საკმაოდ დიდი ხარჯები. ქვეყნიდან წასული თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ განმარტებებს სთხოვს და პარტიის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს.

რეაქცია მძიმე აღმოჩნდა. პარტია ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს არ ადასტურებს და თოფურიძის ბრალდებებს პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე კამპანიის ნაწილად აცხადებს.