კაკულიების სასამართლო

ძმებ კაკულიების საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. დღევანდელ პროცესზე იგეგმება პროკურორების შესავალი სიტყვა, სადაც მითითებული იქნება ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებას საფუძვლად უდევს. წინა სხდომები მოსამზადებელი იყო, სადაც გადაწყდა მტკიცებულებების მიღების საკითხი.

დავით და გურამ კაკულიებს ბრალი სამი მუხლით – საზღვრის უკანონო კვეთა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ.