პროკურორთა საერთაშორისო კონფერენცია

ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურას სპეციალური ჯილდო გადაეცა და საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ასოციაციის საპატიო წევრად ერთხმად აირჩიეს.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს გენერალურ პროკურორს ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსი ასოციაციის მიზნების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.
ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის ეს წარმატება პროკურატურის თითოეული თანამშრომლის შრომის შედეგია.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 28-ე წლიური კონფერენცია ლონდონში, 24-27 სექტემბერს გაიმართა. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა „დანაშაულის ცვალებადი ბუნება 21-ე საუკუნეში – გამოწვევები და პასუხები“.