რა აქტივობები და ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად – ამ და თემის სხვა საკითხებზე დღეს ფემიციდის პრევენციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა/განსაზღვრის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრეს. იმსჯელეს ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობის საკითხზე და განიხილეს საგანმანათლებლო ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები.