გენდერული თანასწორობა – ეროვნული კონფერენცია თბილისში

21:43, 15.12.2022

გენდერული ნიშნით ძალადობის და ფემიციდის გახშირების მიზეზებზე პოლიტიკოსები დღეს მესამე სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მსჯელობდნენ.

რეგულაციების და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, სტატისტიკა მაინც საგანგაშოა. საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსავალს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში, ცნობიერების გაზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში ხედავენ. ბოლო სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მიმართვის რიცხვი იზრდება და მოძალადეზე შემაკავებელი ორდერების გამოწერის შემთხვევებიც ხშირია, თუმცა დანაშაულები შემაკავებელი ორდერების მქონე პირების მხრიდანაც ხდება.

მსგავსი