ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია

პარლამენტში ინტერპელაცია მიმდინარეობს – დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე მოუსმინეს. ვახტანგ გომელაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ რამდენიმე ინციდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა, რაც დაუშვებელია. მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა ოჯახში ძალადობასა და ფემიციდზე, რის თაობაზეც ის დღეს ოპოზიციამ პარლამენტში დაიბარა.

თეონა მანაგაძე დეტალებით.