სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის უკვე მეორე მონაკვეთი ხდება საერთაშორისო სამართლებრივი დავის მიზეზი.
უკრაინული „ალტკომის“ შემდეგ, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მშენებლობისთვის გადახდილი თანხის დაბრუნებას, საქართველო ამჯერად იტალიური კომპანია „ტოდინისგან“ ითხოვს. ავანსად გადახდილი თანხების დაბრუნება კი ჭიანურდება. მხოლოდ ორ მონაკვეთზე საუბარია 80 მილიონ ლარამდე თანხის დაბრუნებაზე.
სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი გზა, ოთხ მონაკვეთს მოიცავს. ავტობანის აქტიური მშენებლობა მხოლოდ ერთზე მიმდინარეობს.
სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.