ივანიშვილის სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისთან“

ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისთან“ გრძელდება. ვიბრძვით სასამართლოებში და სასამართლოს სხდომათა დარბაზებს მიღმა მოლოდინი არის ოპტიმისტური, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენი პოზიცია არის არგუმენტირებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა. მისი ინფორმაციით, საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიმდინარე წელს უნდა იყოს.