ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი დავა „კრედიტ სუისთან“ გრძელდება. ვიბრძვით სასამართლოებში და სასამართლოს სხდომათა დარბაზებს მიღმა მოლოდინი არის ოპტიმისტური, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენი პოზიცია არის არგუმენტირებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი, – განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა. მისი ინფორმაციით, საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიმდინარე წელს უნდა იყოს.