დაკავება პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებულმა პირმა, 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.