აქცია სოფელ ქვემო ჭალაში

საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივებმა სოფელში დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს. პროექტის ფარგლებში ინვესტორი 11 ჰექტარი მიწის ფართობზე 130-მდე კოტეჯის განთავსებას გეგმავს, ტერიტორიამდე უკვე მიყვანილია გზაც. მიწის ერთ-ერთი მესაკუთრე არაბი ინვესტორია, რაც ადგილობრივების პროტესტის მიზეზი გახდა.

აქციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ქვემო ჭალაში ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს მიმართავენ, რომ ქართული მიწის არაბებზე გასხვისება არ დაუშვან. კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კოტეჯების მშენებლობაზე მერიას ნებართვა არ გაუცია და ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ძალებს შეცდომაში შეჰყავთ.