სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე - რა ეტაპზეა გამოძიება

ყოფილი დეპუტატს, გენერალ სამსონ ქუთათელაძეს, ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.

ეს ოფიციალური ინფორმაციაა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დასადგენად.

ასევე ცნობილია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოღებულია. გარდაცვლილი საკუთარ სახლშია გადასვენებული, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობს.