ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

გიორგი ჭანტურიას საქმის განხილვა რუსთავის სასამართლოში 6 მაისს განახლდება. აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული საპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ, უცნობია, მივა თუ არა ჭანტურია სხდომაზე. მანამადე ის მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისგან თავს იკავებს.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ჭანტურიამ საპატიმრო გუშინ დატოვა. მას 20-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლების შემდეგ, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. ადვოკატის ინფორმაციით, ქუთათელაძე ვალდებულია, სახლში იყოს 22:00 საათიდან დილის 07:00-მდე.