გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ერთ ერთი მთავარი მოწმის, ირაკლი თევდორაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

მოწმემ მეორე დაკითხვაზე სამართალდამცავებთან ჩვენება შეცვალა. ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატს კითხვები სწორედ ამ მიმართულებით აქვს. ამ წუთებში მოწმეს დაცვის მხარე კითხავს.

პროცესს ესწრებიან თავად ბრალდებული გიორგი ჭანტურია და მოკლული სამსონ ქუთათელაძის ოჯახის წევრები.