რატომ გადაწყდა განმეორებითი ჩხრეკის ჩატარება გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ ბინაში

სამართალდამცავების ნაწილი ამ დრომდე გიორგი ჭანტურიას ბინაში რჩება. სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ჭანტურიას ბინაში განმეორებითი ჩხრეკა დაახლოებით დღის პირველი საათისთვის დაიწყო.

ადვოკატის ინფორმაციით, პროცესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს. თავად გიორგი ჭანტურია კი, “მოამბესთან” ინტერვიუში, სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. სამსონ ქუთათელაძესთან დაპირისპირების ფაქტს კი კატეგორიულად გამორიცხავს.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. გიორგი ჭანტურიას მამა ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს. თემაზე დილიდან რუსუდან ლოლაძე მუშაობს –  ხომ არ არის უკვე ცნობილი, რატომ გადაწყდა განმეორებითი ჩხრეკის ჩატარება ჭანტურიას საცხოვრებელ ბინაში და ხომ არ დასრულებულა უკვე პროცესი?