გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს
გიორგი ჭანტურიას მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას სახლთან, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ექიმების თქმით, პაციენტს მაღლი წნევა აქვს და აღენიშნება ტკივილი გულის არეში.

სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახებამდე, მან მედიასთან განაცხადა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

„არ ვიცი, რას ეძებენ, ცუდად ვარ. მაშინ ვერაფერი იპოვეს, ახლა რა უნდა ნახონ“, – განაცხადა ზურაბ ჭანტურიამ.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლებს რუსთავსა და თბილისში ამ წუთებში ჩხრეკენ.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.

ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.