რუსთავსა და თბილისში გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს [ფოტო]
რუსთავსა და თბილისში გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს [ფოტო]

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლებს რუსთავსა და თბილისში ამ წუთებში ჩხრეკენ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე წუთი წინ მოვიდნენ. მათ პირველ არხს დაუდასტურეს, რომ სახლს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკენ.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.

ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

 

ფოტო: თბილისი, მცხეთის ქუჩა

 

ფოტო: რუსთავი, ყაზბეგის ქუჩა