შსს-მ გენერალ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა

გენერალ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მარიამ ჭანტურია  მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო და აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.

20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო და ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე. იმ დროს, როდესაც მარიამ ჭანტურია პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში, სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო და ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მარიამ ჭანტურიამ შენიშნა. ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და საპატრულო პოლიციას აცნობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს, იმისთვის, რომ გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს – სასამართლოს განჩინებას და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე.