აკრძალვა სამშენებლო სფეროში.
დეველოპერი კომპანიები მშენებლობის დროს თანხის გადახდის სანაცვლოდ სართულების დამატების უფლებას ვეღარ მიიღებენ. თბილისის მერია კა-2 კოეფიციენტის გაყიდვას კრძალავს და 2005 წელს მიღებულ საკანონმდებლო ნორმაზე უარს ამბობს.
გადაწყვეტილება დედაქალაქის ნებისმიერ უბანზე გავრცელდება, თუმცა გამონაკლისი შემთხვევების გარდა უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე ვერ იმოქმედებს. მერიასა და მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ამ ნაბიჯით თბილისში ქაოტური განაშენიანების პროცესი საბოლოოდ შეწყდება.
რეგულაცის დაწესებას წინ სამშენებლო კომპანიებთან კონსულტაციები უძღოდა. დეველოპერებისგან განსხვავებით, ოპოზიცია რამდენიმე საფრთხეზე საუბრობს.