საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დიდი ბრიტანეთიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში ქართველებმა წარმატებით იასპარეზეს და 35 ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ.