სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, ჩვენება გამართეს. ნამუშევრები მოწვეულმა დიზაინერებმა და მოდის ექსპერტებმა შეაფასეს. გამოვლინდნენ სხვადასხვა კომპანიის რჩეულებიც, რომლებსაც საჩუქრებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირების პროგრამაც გაიარონ. ჩვენებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.