თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი

საფესტივალო სამზადისია სამხატვრო აკადემიაში.
ხვალ 13-წლიანი ისტორიის მქონე თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „ფესტ ი ნოვა“ იხსნება. „სამოთხისებური“ – ასეთია წლევანდელი კონცეფცია, რომელიც 10 ხელოვანის სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრებს აერთიანებს. მათ შორის დამთვალიერებელი ვიდეო ინსტალაციების, ფოტოებს და ფერწერულ ნამუშევრებს იხილავს.

ექსპოზიცია სამხატვრო აკადემიაში 17 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.