სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის წარდგენა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი – მხატვარი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი წარადგინა. როგორც თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით ჩატარდა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა.

სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები 18 ნოემბერს ჩატარდა. კანდიდატურა შეირჩა კონკურსით და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით აირჩია ყარამან ქუთათელაძე.